vestel

თბილი ამინდები ნელ-ნელა გრილით იცვლება და დროა ჩვენც ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყოთ. მნიშვნელოვანია სეზონური ტანსაცმელი ისე შევინახოთ, რომ 1 წლის შემდეგაც ისინი ისევ ახალივით გამოიყურებოდნენ.  გთავაზობთ 4 მარტივ რჩევას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ:

  1. სანამ შეინახავთ, დარმუნდით, რომ თქვენი ტანსაცმელი სუფთაა 

შენახვამდე აუცილებლად დარწმუნდით - გარეცხილ-გასუფთავებულია თუ არა ტანსაცმელი - თუ რამე ლაქა ატყვია ცხადია სჯობს დროულად ამოიყვანოთ, ვინაიდან შენახვის შემდგომ ამის შანსი ნაკლები იქნება. ასევე სუფთა, ახალგარეცხილი ტანსაცმელი, სასიამოვნო სურნელს შეინარჩუნებს. სისუფთავის შესანარჩუნებლად არაფერი ზედმეტი არ არის საჭირო. უბრალოდ გარეცხეთ ისინი სარეცხ მანქანაში - W8104

  1. გამოიყენეთ ნაჭრის ყუთები ან კონტეინერები

ყოველთვის გამოიყენეთ შესანახი კონტეინერები ან ნაჭრის ყუთები მუყაოს ყუთების ნაცვლად. მუყაოს ყუთები ნაკლებ რეზისტენტული არიან წყლის, ნესტის თუ სხვა სახის დაზიანების მიმართ. აუცილებელია თქვენს კონტეინერებში ცოტაოდენი ადგილი დატოვოთ ჰაერის მიმოქცევისთვის. 

  1. ისწავლეთ რომელი ტანსაცმელი დაკეცოთ, რომელი - დაკიდოთ და როგორ გააკეთოთ ეს სწორად

ნებისმიერი ნივთი, რომელსაც შეუძლია დაკარგოს ფორმა ეს იქნება: ნაქსოვი, სინთეტიკა თუ აბრეშუმი, უნდა დაიკეცოს. გარე ტანსაცმელი კი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, თუმცა არა მავთულის საკიდებზე. გამოიყენეთ ხის ან ბალიშის საკიდები, რომლებიც არ დააზიანებენ ტანსაცმელს. 

      4. შეინახეთ ტანისამოსი ბნელ, გრილ, მშრალ ადგილას.

ყოველთვის შეინახეთ ტანისამოსი ბნელ, გრილ, მშრალ ადგილას; მოარიდეტ იგი ტენიანობას, რადგან ასე იგი მარტივად გაფუჭდება. შესანიშნავი ადგილია კარადის ზედა თარო თქვენი სეზონური გარდერობის შესანახად.

იმედია სეზონისთვის მზადებაში ეს ბლოგი ოდნავ მაინც დაგეხმარებათ. ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-09-23