vestel

როდესაც სახლში ძველმანები გვიგროვდება, მათ ძირითადად ვყრით ან აგარაკზე, სოფელში მიგვაქვს. შემდეგ ისინი ნაგავსაყრელზე ხვდება, სადაც სხვა უამრავ ნივთიერებასთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში გადაუმუშავებელი რჩება. 

ამის საპასუხოდ გთავაზობთ უამრავ მეთოდს, რათა ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ ან სრულიად სხვა დანიშნულება მოვუძებნოთ. 

არსებობს რამდენიმე რჩევა გადამუშავების შესახებ, როდესაც საქმე ძველ ტანსაცმელსა თუ ქსოვილებს ეხება.

თუ ისინი კარგ მდგომარეობაშია: 

გადაეცით ისინი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ან შესწირეთ საქველმოქმედო ფონდებს, ეკლესიებსა და თავშესაფრებს. თუ უბრალოდ მათი განახლება გსურთ და გარდერობის გამრავალფეროვნება, შეგიძლიათ მინიმალური დეტალების ცვლილებით, სრულიად ახლებური ტანისამოსი მიიღოთ. ხშირად ძველი სამოსი ჩასაცმელად უვარგისია ან ქსოვილი დაზიანებულია, მათ შეგიძლიათ სრულიად სხვა დანიშნულება მისცეთ და გამოიყენოთ საწმენდ საშუალებად, შინაური ცხოველებისთვის თბილ საბნებად და უპატრონო ცხოველებისთვის სითბოს შესანარჩუნებლად.

 

რა ნივთების გადამუშავება შეიძლება?

თუ თქვენ ცდილობთ რაიმე სასარგებლო გააკეთოთ გადამუშავებულისგან, შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ რამდენი ნივთის ხელახლა გამოყენება შეგიძლიათ შემოქმედებითად. უბრალო პლასტმასის ბოთლიც კი შეიძლება გადაიქცეს ყვავილების ქოთნად, ჩიტების საჭმლის კონტეინერად და სხვა. ასე რომ, არასოდეს იფიქროთ, რომ ნივთის ერთადერთი შესაძლო დანიშნულება ნაგავია. ქვემოთ ყველა იმ ნივთს იხილავთ, რომლებიც სახლში გაქვთ და გადაყრას უპირებდით.

Მინის ბოთლები პლასტმასის ბოთლები, ქაღალდის რულონები (სამზარეულოს პირსახოციდან და ტუალეტის ქაღალდიდან), ტანსაცმელი, წიგნები, პლასტიკური ქოთნები, საცობები, კვერცხის კოლოფები, ფეხსაცმლის ყუთები, ძველი და დაზიანებული ფილები, ბოთლის თავსახურები, საფოსტო კონვერტები, CD და DVD დისკები, ნათურები, ნაძვის ხეები და ხალიჩები

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთის ნაგავსაყრელზე ერთად მოხვედრა, უპირველეს ყოვლისა, გარემოს დაბინძურებას, ჰაერის მოწამვლასა და ნიადაგის განადგურებას იწვევს.

მოუფრთხილდი გარემოს, ნუ გადაყრი, გადაამუშავე!

 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2023-01-27