vestel

სამზარეულოში ფუსფუსთან ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს - ზოგს უყვარს, ზოგი ცდილობს მუდამ თავიდან აირიდოს ეს საქმე, ზოგს კი მის გარეშე საერთოდაც არ შეუძლია. თუმცა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს სამზარეულოსთან, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ფუსფუსის პროცესსაც მეტად სახალისოს გახდის და ცხოვრებასაც გაგიმარტივებთ. 

  1. გაყინეთ ყავა

ამაზე შესაძლოა უკვე გიფიქრიათ კიდეც, და თუ ასეა - დროა აუცილებლად სცადოთ! ყავის საყვარელი მიქსის ყინულის ფორმებში გაყინვა ერთდორულად დროის დაზოგვის კარგი ხერხი და თან ყველაზე არომატული ცივი ყავის ნებისმიერ დროს მომზადების საშუალებაა. ყავის მიქსით გაკეთებულ ყინულის კუბებს ნებისმიერ დროს გაალღვობთ ცოტაოდენ წყალთან ერთად და ყავაც მზადაა.

  1. გაახანგრძლივეთ თქვენი ბანანის სიცოცხლე ღეროების შეფუთვით 

იმისთვის, რომ ბანანი ყვითლად უფრო დიდხანს შეინახოთ, თითოეული ღერო გაახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში. ეს ხელს უწყობს ბუნებრივად წარმოიქმნას ეთილენის აირი მხოლოდ ნაყოფის ღეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მთელს ბანანზე გავრცელდება და დაჩქარდება დამწიფების პროცესი. 

თუმცა, არსებობს ამის უფრო მარტივი გზაც - Vestel-ის მაცივრების ერთ-ერთი უახლესი ფუნქცია Maxi Fresh სწორედ ამისთვის არის ზედგამოჭრილი - Maxi Fresh მექანიზმი ეთილენის გავრცელებას უშლის ხელს, რისი მეშვეობითაც ხილი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს.

  1. ცივი საკვებისა და სასმელებისთვის გამოიყენეთ გაყინული ჭურჭელი 

ისევე, როგორც ცივი ლუდის გემო საუკეთესოა და უფრო ცივი რჩება გაციებულ ჭიქაში, ჯამი ნაყინიც კიდევ უფრო გემრიელი იქნება, თუ მას გაყინულ ჭურჭელში მიირთმევთ. ამიტომ, შეინახეთ ჭურჭელი საყინულეში მთელი ღამით, სანამ მის გამოყენებას გადაწყვეტთ. 

  1. გაარჩიეთ ნიორი კონტეინერში მისი შენჯღრევით

თუ ცხოვრების გამარტივება გსურთ, მოათავსეთ ნივრის კბილები სახურავიან კონტეინერში. კარგად შენჯღრევის შემდეგ კანი სრულად მოძვრება ნიორს და მზად იქნება გამოსაყენებლად. 

  1. შეამოწმეთ კვერცხის ვარგისიანობა წყალში

თუ არ ენდობით თქვენს კვერცხის კოლოფზე მითითებულ თარიღს, ვარგისიანობის კიდევ ერთ საზომად ჭიქა წყალი გამოდგება. შეავსეთ მაღალი ჭიქა წყლით, შემდეგ კი ფრთხილად ჩადეთ კვერცხი შიგნით. თუ იგი ჩაიძირება და ფსკერთან გაჩერდა, კვერცხი ახალია, ხოლო თუ მან ტივტივი დაიწყო წყლის ზედაპირზე, რაც ნიშნავს რომ მის შიგნით უკვე გარკვეული გაზები გამოიყო, ესე იგი ვადაგასულია.

 

  1. გაათბეთ პიცა ტაფაზე 

თუ პიცის ნაჭერს ათბობთ, გამოიყენეთ ტაფა. დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე ერთი წუთით, დაამატეთ ორიოდე წვეთი წყალი ორთქლისთვის და დაახურეთ სახურავი. ეს დაგეხმარებათ იდეალურად გაათბოთ პიცა მისი ძალიან გამოშრობისა და ღუმელის ჩართვის გარეშე. ამისათვის ჩვენი Vestel Solo Cooker GURME-ს 8-რეჟიმიანი გაზქურა იდეალური ვარიანტია.

  1. დასრისეთ ლიმონი მარტივად გასაწურად

თუ თქვენი ლიმონი ქვასავით მაგარია ხოლმე, როდესაც მის დაწურვას ცდილობთ, შეგიძლიათ ამ ხრიკს მიმართოთ: სანამ მათ შუაზე გაჭრით, ხელის გულით აგორავეთ ის ხის დაფაზე. ეს დაარბილებს ნაყოფს და შემდგომში წვენის გამოყოფას გაამარტივებს. 

  1. საუკეთესო კვერცხის შესაწვავად გამოიყენეთ მაფინის ფორმა 

თუ ძალიან გემრიელი კვერცხის შეწვა გინდათ, მაფინის თითოეული ჭიქა შეავსეთ სუფრის კოვზი წყლით, შემდეგ კი თითოეულ ღრუში მოათავსეთ კვერცხი. აცხვეთ 350 გრადუსზე 10-დან 13 წუთის განმავლობაში. გემოვნების მიხედვით დაამატეთ ავოკადო, ბულგარული, პომიდორი ან ნებისმიერი ბოსტნეული. 

იმედი გვაქვს დღეიდან სამზარეულოში ფუსფუსი თქვენთვის კიდევ უფრო მარტივი და სახალისო გახდება.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-06-07