vestel

 

ვესტელის მეგა ქარხანა ერთი შეხედვით ქალაქს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ჩვეულებრივ ქარხანანს. მილიონ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ევროპაში ყველაზე დიდი ქარხნების კომპლექსი ვესტელის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კომპონენტს წარმოადგენს და ყოველდღიურად სწორედ აქედან მარაგდება ჩვენი მომხმარებლების სახლები შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით. თუმცა, ეს სივრცე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკის ასაწყობი მანქანა დანადგარები და ამ პროცესისთვის აწყობილი გიგანტური შენობები. ათასობით ადამიანი ყოველდღიუარად ცვლებში მუშაობს სწორედ იმისთვის, რომ თქვენამდე მოვიდეს ის გამორჩეული ხარისხი და გამოცდილება, რომელსაც ვესტელი წლების განმავლობაში ნერგავს.

 

ვესტელის ქალაქი, როგორც მოიხსენიებენ ქარხნების ამ კომპლექსს, თურქეთის დასავლეთით ქალაქ მანისასთან არის განთავსებული. საერთო ტერიტორია მოქცეულია კვადრატული ფორმის საზღვრებში, რომლის სიგრძე და სიგანეც 1 კილომეტრია ხოლო უშუალოდ კომპლექსი 7 მთავარი შენობისგან შედგება. შვიდივე გიგანტური პავილიონი განკუთვნილია როგორც საწარმოო ქსელი, თუმცა ყოველი მათგანი სხვადასხვა დანიშნულებას ემსახურება. ყოველდღიურად 75000 საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნიმუში გამოდის ვესტელის ქარხნების კომპლექსიდან, ათი ათასობით ტელევიზორი, მაცივარი, ღუმელები, ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი მანქანები ერთი სრული დღის განმავლობაში იწყობა თავიდან ბოლომდე და ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ დალაგებული წარმოების და დისტრიბუციის ხაზით არის შესაძლებელი.

 

თუმცა ვესტელის ქალაქში ყველაფერი არც ისე მონოტონურად და სტანდარტიზირებულად კეთდება, როგორც უცხო თვალმა შეიძლება ერთი შეხედვით აღიქვას. ყოველდღიური დინამიკა, სიახლეების დანერგვა და წინ მჭვრეტელობა განსაზღვრავს ვესტელის წარმატებას და ინდუსტრიაში კონკურენტულ პოზიციის გამყარებას.

 

მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ შვიდიდან ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსის მუშაობის პრაქტიკა - ტელევიზორების ქარხანა. ვესტელის ქალაქი დღეში 45000 ერთეულ ტელევიზორს აწარმოებს და ეს რიცხვი მხოლოდ სიდიდით არ გამოირჩევა. ტელევიზორების აწყობის პროცესი არ იწყება უშუალოდ კონკრეტულად ტელევიზორების ქარხნის ერთეულში, არამედ დაგეგმვის პროცესი იწყება მთავარ ოფისში რამდენიმე თვით, შეიძლება წლით ადრეც კი. ვესტელის კვლევის და განვითარების ჯგუფი მუდმივად აკვირდება ბაზარს, რათა შეისწავლოს ტრენდები, გაითვალისწინოს ბაზრის დინამიკა და წინასწარ განსაზღვროს საით მიემართება მომხმარებლის პრეფერენციები მომავალ თვეებში და წლებში, რათა წარმოების პროცესი დაიწყონ წინასწარ და არა მაშინ, როცა ბაზარი სიახლის მისაღებად მზად იქნება. მსგავსი ტიპის დაგეგმვა ხელს უწყობს ვესტელს იყოს რელევანტრუი სამომხმარებლო ბაზარზე, ჩაატაროს ექსპერიმენტები ადრეულ ფაზაში და მიიღოს ყველაზე ეფექტური შედეგები როგორც პროდუქტის გაყიდვის, ისე მომხმარებლის დაკმაყოფილების კრიტერიუმებში. ტელევიზორების შემთხვევაში ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ კვლევისა და განვითარების გუნდი განუწყვეტლივ მუშაობს სიახლეების დანერგვაზე. ერთი ტრედი ნახევარ წელიწადში თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს ინოვაციური ტექნოლოგიური სიახლით და მსგავსი ტიპი გამოწვევებისთვის ვესტელი ყოველთვის მზად არის. მას შემდეგ, რაც ახალი პროდუქტის კონცეპტი ჩამოყალიბდება, მზადდება პროტოტიპი, რომელზეც თვეების განმავლობაში პროფესიონალთა გუნდები მუშაობენ. პროდუქტის სრულყოფის შემდეგ იწყება მისი შემოწმება რეალურ საყოფაცხოვრებო პირობებში. ხოლო ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში პროდუქტი ეშვება საწარმოო ხაზში. აქ იწყება ვესტელის სამუშაო გუნდის უდიდესი ნაწილის სამუშაო დღე.

 

დაუმუშავებელი ნედლეულიდან დაწყებული, პროდუქტის შეფუთვით და გასამგზავრებლად გამზადებით დამთავრებული, ქარხანაში წარმოების ყოველი ნაბიჯი უდიდესი სიზუსტითა და უმაღლესი ხარისხით სრულდება. ათი ათასობით მომწოდებლისგან შეგროვებული უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწყება ვესტელის ნებისმიერი ტექნიკის შექმნის საბაზისო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის დიდი ნაწილი ავტომატიზირებულია, პრაქტიკულად ყველა ნაწილში ჩართულია ადამიანის ხელი, რადგან ვესტელში ვთვლით, რომ თანამედროვე ტექნიკის ხარისხის კონტროლს და საყოფაცხოვრებო ნივთების ტექნიკური განვითარების ტემპის აყოლებას ადამიანი აუცილებლად სჭირდება. ქარხანაში გახნის მომენტიდან 2 ცვლის განმავლობაში ათიათასობით თანამშრომელი განუწყვეტლივ მუშაობს, რათა პროდუქტი, რომელიც თქვენს ბინაში უნდა აღმოჩნდეს იყოს საუკეთესო ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების. 

 

7 სამუშაო სივრციდან თითოეული დამოუკიდებელ გიგა-ქარხანას წარმოადგენს. მათი პროექტირება და აშენება წლების განმავლობაში ნელნელა მოხდა, ყველაფერი კი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ამ ტერიტორიაზე პირველი ქარხნის შენობა წამოიმართა. მაშინაც და დღესაც ამ ერთეულში მაცივრები იწყობა, თუმცა საწყისი დღეებისგან განსხვავებით დღეს ვესტელის ქარხანას დღეში 9000 ერთეული მაცივრის წარმოება შეუძლია. მაცივრებთან და ტელევიზორებთან ერთად ვესტელის ქალაქის სხვადასხვა ერთეულებში შეხვდებით ღუმელების, ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი მანქანების და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის საწრმოო ხაზებს. ყოველდღიურ კვოტას ვესტელის სამუშაო გუნდი წარმატებით ასრულებს ხოლო დღის დასრულებისას პროდუქცია ემზადება გასამგზავრებლად.

 

სცეპიალური გადამზიდი დანადგარების და ტრაილერების დახმარებით დღის განმავლობაში დამზადებული და შეფუთული ტექნიკა თავსდება და ტრანსპორტირდება გასამგზავრებელ პუნქტში. იზმირში - თურქეთის ზომით მესამე ყველაზე დიდ პორტში, თავს იყრის ვესტელის კონტეინერები, რათა ტექნიკით მომარაგდეს 130-ზე მეტი ქვეყნის ბაზარი.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2023-01-18