vestel

შემოდგომის სეზონი ლამაზი პეიზაჟების და სახლში გატარებული უქმეების გარდა ბევრ გამომწვევ ფაქტორსაც გვიმზადებს, რომლისთვისაც ყოველთვის ჯობია, რომ კარგად მომზადებულები ვიყოთ, ამაში კი სახლის ტექნიკა აუცილებლად დაგვეხმარება, უბრალოდ მთავარია, სწორად შევარჩიოთ წვრილი თუ მსხვილი საყოფაცხოვრებო პროდუქცია.

 

პირველ რიგში დავიწყოთ სასიამოვნო სიახლით - საშემოდგომო საკვები ვიტამინებითაა გაჯერებული და ჩვენც უმჯობესია უხვად მივიღოთ სასარგებლო საჭმელი და მასში არსებული ვიტამინები. თუ ღუმელი ან გაზქურა ხილში შემავალ ახალთახან ინგრედიენტებს აშრობს ან აქრობს, არ შეშინდეთ, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ასეთი პროდუქტის მისაღებად არის ბლენდერი, რომელიც უმეტესობა სახლებში სამზარეულოს განუყრელი ნაწილი გახდა. ბლენდერით მომზადებული შეიკებით შეგიძლიათ თავი შეიქციოთ როგორც დილით საუზმეზე, ისე დღის სხვა მონაკვეთებშიც, თუმცა ჯანსაღი ვიტამინებით დილით ჩაის ან ყავის ჩანაცვლება ზამთრისთვის განახლებული ენერგიით შეგამზადებთ. ბლენდერების მრავალფეროვანი არჩევანია დღეს ბაზარზე, თუმცა ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მაინც იმაშია, შეუძლია თუ არა ბლენდერს ყინულის მტვრევა. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში შეიძლება ყინულიანი შეიკები სულაც არ გსიამოვნებდეთ, როგორც წესი, ყინულის მტვრევის ფუნქცით დაკომპლექტებული ბლენდერები უკეთესი ინვესტიციაა მომავალი ცხელი დღეების გათვალისწინებით, თუმცა გემრიელ და ვიტამინებით სავსე სმუზის ორივე ტიპის ბლენდერი კარგად გაართმევს თავს.

 

ვიტამინების გარდა შემოდგომასთან ერთად ვირუსებიც ხშირდება, განსაკუთრებით პრობლემური ხდება მათთან გამკლავება ცივ და წვიმიან დრეებში. იმის მიუხედავად, რომ შემოდგომის ბუნება შეიძლება ხშირად მკაცრი და სუსხიანი იყოს, შეგიძლიათ ასეთ დღეებს მომზადებული დახვდეთ და სახლში გამათბობელი მოწყობილობები გაამზადოთ. გაითვალისწინეთ, რომ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად გამათბობელს გარკვეული დრო სჭირდება, რომ თქვენი საცხოვრებელი სივრცე გაათბოს, განსაკუთრებით მაშინ ჭირს ტემპერატურის აწევა, თუ გაქვთ დიდი ფანჯრები, კერძო სახლი ან ბინის შემთხვევაში ზემოდან ან ქვემოდან არ გესაზღვრებათ სხვა ბინა. თადარიგის დაჭერა ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა, შეამოწმეთ გამათბობელი სისტემის უსაფრთხოება, ფილტრები და ტექნიკური დეტალები, რამაც შეიძლება გათბობის პროცესი შეაფერხოს.

 

და საბოლოოდ, შემოდგომისთვის დამახასიათებელ წვიმებს ვერსად გავექცევით. ასეთ დროს განსაკუთრებით დიდ დატვირთვას იღებს ჩვენი საცხოვრებლების იატაკი. ლაქებისგან თავის ასარიდებლად უმჯობესია დალაგების რამდენიმე საშუალების მობილიზება. გარდა სტანდარტული მტვერსასრუტისა, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე გამოგადგებათ, შეგიძლიათ იქონიოთ სპეციალური სველი წმენდის მტვერსასრუტები და საპრიალებლები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია ლაქების, დასხმული სითხეების და ტალახის წინააღმდეგ. ასეთი ტიპის ლაქებთან გასამკლავლებლად უმჯობესია, თუ მათ მალევე მოწმინდავთ და არ მისცემთ იატაკში გაჯდომის საშუალებას.

 

სახლის მწყობრში მოსაყვანად ცხადია ბევრად მეტი ტექნიკაა საჭირო, უამრავი კომპონენტის გამოყოფა შეიძლება, რომლებშიც ყოველდღიური წვრილი თუ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა თქვენს კომფორტს ხელს შეუწყობს, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მთავარია რაც შეიძლება ეფექტურად და გააზრებულად გამოვიყენოთ ჩვენ ირგვლივ არსებული ხელსაწყოები და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-11-08