vestel

შემოდგომის ცივ და სუსხიან დღეებს განსაკუთრებით უხდება ცხელი, გემრიელი და არომატული ცხელი შოკოლადი. სწორედ ამიტომ გვინდა გაგიზიაროთ ცხელი შოკოლადის უგემრიელესი რეცეპტი.  გაითვალისწინეთ, რომ ეს შესანიშნავი რეცეპტია მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ცხელი შოკოლადი, მაგრამ არ სურს ერთჯერადი პაკეტების გამოყენება. მომზადებას მხოლოდ წუთები სჭირდება, შემდეგ კი შეგიძლიათ უბრალოდ დაამატოთ ის ინგრედიენტები, რომლებიც გიყვართ: მარშმელოუ, შოკოლადი, კარამელი, ნუტელა, ბეილისი ან ნებისმიერი რამ რაც გაგიხარდებათ!

 

ინგრედიენტები:

300   გრამი რძე

1   ს/კ კაკაო

5   გრამი ვანილი

1   ს/კ ყავისფერი შაქარი

30   გრამი შოკოლადის ნატეხები

ინსტრუქციები:

აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და მოადუღეთ რძე, კაკაო, ვანილი და ყავისფერი შაქარი. ნარევი ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, და კარგად ურიეთ. 

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები , მოურიეთ კარგად სანამ მასა არ გახდება ერთიანი. 

 

გემრიელად მიირთვით!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-11-29