vestel

ჭკვიანი ტელევიზორი დღეს ისეთი ბუნდოვანი ტერმინია, რომ თითქმის ნებისმიერ ტელევიზორს ჩაშენებული ინტერნეტით და რამდენიმე აპლიკაციით, თამამად შეუძლია ჭკვიან ტელევიზორად მოიხსენიოს თავი. იმიტომ, რომ ხშირად ჭკვიანი სისტემა არც ისე ჭკვიანურადაა ამ ტელევიზორებში ჩაშენებული. საბედნიეროდ, მაღაზიის თაროებზე კვლავ გვხვდება საკმაოდ ღირსეული ჭკვიანი ტელევიზორები საოცარი შესაძლებლობებით, რომელთა არსებობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მაშ ასე, თუ ნამდვილად კარგი ჭკვიანი ტელევიზორი გაქვთ, აქ მოცემული 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების სიიდან, უმეტესობა მას უნდა ახასიათებდეს:

  1. მომხმარებლის სწრაფი ინტერფეისი

ჭკვიანი ტელევიზორის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელ მახასიათებელს წარმოადგენს სიჩქარე. საოცრად სწრაფი ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ სულ რამდენიმე წამში და არ დაკარგოთ დრო აპლიკაციის გახსნის, პროგრამის ჩართვისა თუ ჩატვირთვის ლოდინში. მაგალითად, ვესტელის ტელევიზორის მოდელი 55U9600T გამოირჩევა მძლავრი ოპერატიული სისტემით, რაც მის სწრაფად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

  1. სტრიმინგის ვიდეო სერვისები

ჭკვიანი ტელევიზორის კიდევ ერთი უნიკალური ფუნქციაა დარეგისტრირება ონლაინ სტრიმინგ ვიდეო სერვისზე, როგორიცაა Netflix, Amazon Prime Instant, HBO Now და სხვა. თუ თქვენ გაქვთ სწრაფი ინტერნეტი, ამ აპლიკაციებთან წვდომით უამრავ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუს ნახავთ ძალიან სწრაფად და საუკეთესო ხარისხში განსაკუთრებით თუ თქვენს ტელევიზორს წვდომა აქვს 4K UHD-ზე.

  1. მუსიკა

მუსიკის მოსმენა თუ შესაძლებელია თქვენს ტელევიზორზე ძალიან კომფორტულად გამოიყენებთ მას. განსაკუთრებით თუ ტელევიზორი არის სამზარეულოში შეგიძლიათ მუსიკის ფონზე გემრიელი საკვებიც მოამზადოთ.  ყველა ჭკვიან ტელევიზორს არ აქვს აპლიკაციები ისეთი ყველაზე პოპულარული სერვისისთვისაც კი, როგორიცაა Youtube, Spotify და სხვა. შეამოწმეთ Smart TV-ის აპლიკაციების მაღაზია, რომ ნახოთ ხელმისაწვდომია თუ არა ეს აპლიკაციები. ვესტელის ტელევიზორის მოდელ 55U9600T-ს აქვს Android ინტერფეისი და ნებისმიერი აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Google app store-დან.

  1. უნივერსალური ძებნა

ხშირად სერვისის თუ აპლიკაციის პოვნა საკმაოდ შრომატევადი ამოცანაა.  ჭკვიანი ტელევიზორების უმეტესობას აქვს ჩაშენებული საძიებო სისტემა, რომელიც მოძებნის კონკრეტულ ფილმს, სატელევიზიო შოუს, მსახიობს, ჟანრს თუ სხვა ინფორმაციას.

  1. ტელეფონის გამოსახულების გაზიარება Smart TV-ზე

სხვადასხვა კომპანია მას განსხვავებულად მოიხსენიებს, მაგალითად, „გაშვება“, „კასტინგი“, „მეორე ეკრანის გამოცდილება“ ან „გადაფურცვლა და გაზიარება“. როგორიც არ უნდა იყოს სახელი, თქვენი სმარტფონიდან ან პლანშეტიდან ტელევიზორში გამოსახულების გაზიარება შესაზლებელია. თავსებადი აპლიკაციით თქვენს ტელეფონზე ან ტაბლეტზე, შეგიძლიათ ფოტოების ჩვენება, ვიდეოების გაშვება და კონტენტის უსადენოდ გადატანა ჭკვიანი მოწყობილობიდან Smart TV-ზე. 

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც სასარგებლოა ჭკვიანი ტელევიზორებისთვის არის სადენიანი Ethernet კავშირი. განსხვავების უფრო გავრცელებული Wi-Fi კავშირისა, რომელიც ჩაშენებულია ჭკვიანი ტელევიზორების უმეტესობაში სადენიანი კავშირი უფრო სწრაფია, უფრო საიმედოა და შეუძლია მეტი მონაცემების გადაცემა. ვესტელის ტელევიზორის 43F9510T მოდელი გამოირჩევა სწორედ ამ ტიპის მახასიათებლით. 

ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გათვალისწინებით თქვენი ტელევიზორი უფრო კომფორტული და სასიამოვნოდ გამოსაყენებილი იქნება. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-02-17