vestel

სადღესასწაულო სეზონის დროს, მაცივარში ბევრი უსარგებლო საკვები გროვდება, რაც ქაოსს ქმნის. საკვების უსაფრთხოდ შესანახად აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხრიკი ვიცოდეთ. გვინდა გაგიზიაროთ მარტივი და საჭირო რჩევები მაცივრის კომფორტულად დასაორგანიზებლად: 

  1. შეცვალეთ თქვენი თაროები ისე, რომ მოათავსოთ ყველა საკვები კომფორტულად.
  2. ზედა თაროზე შეინახეთ მზა საჭმელი, მომზადებული სალათები და დესერტები. ასე ისინი იზოლიერებულად იქნებიან სხვა საკვებისგან. 
  3. შუა თაროზე მოათავსეთ თქვენი მზა კერძები, რომელიც უკვე მომზადებულია და მზად არის გაცხელებისთვის.
  4. ქვედა თაროზე მოათავსეთ პროდუქტები რომლებიც მარტივად ლღვება. ასე ისინი, გალღობის დროს მზა საკვებს არ დააბინძურებენ. 
  5. შეინახეთ ნაკლებად მალფუჭებადი ნივთები, როგორიცაა ტკბილეული და სოუსები კარების თაროებზე.
  6. რაც შეეხება მორჩენილ საკვებს, შეინახეთ ისინი თავდახურულ კონტეინერებში და განათავსეთ თაროს წინა მხარეს.
  7. ვესტელის მაცივრებში კი, სპეციალური ცალკე Fresh განყოფილება არსებობს, სადაც ხილისა და ბოსტნეულის ცალკე შენახვა შეგიძლიათ, ასე თქვენ სასარგებლო ვიტამინების შენარჩუნებას შეძლებთ.
  8. სულ ბოლოს კი, საყინულეში საკვების ცოცხლად და ხარისხიანად შესანახად გამოიყენეთ სპეციალური ჰერმეტული პარკები. 

იმედია ეს რჩევები გამოგადგებათ თქვენს მაცივარში წესრიგის შესანარჩუნებლად. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-01-25