vestel

ყველაზე პრობლემური დაგვეთანხმებით რომ სწორედ ზამთრის ღუნღულა ტანსაცმლის რეცხვა და მოვლაა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე საფეხურს, რომელიც დაგეხმარებათ ქურთუკის სწორად მოვლასა და შენახვაში.

 

  1. შეამოწმეთ მოვლის ინსტრუქცია

ყოველთვის როდესაც გადაწყვვეტთ ახალი შენაძენის გარეცხვას წაიკითხეთ მასზე დატანილი ინსტრუქცია სადაც აღწერილია თუ რა ტემპერატურაზე ან რა ფუნქციაზეა შესაძლებელი მისი გარეცხვა. ამ ხერხით თავიდან აირიდებთ მისი სტრუქტურის დაზიანებას, ფორმის ან ზომის შეცვლას.

 

  1.  გარეცხეთ ცივი წყლით

როდესაც ქურთუკს ზუსტი ინსტრუქცია არ მოყვება ყოველთვის უმჯობესია მის სარეცხ მანქანაში გარეცხვისას გარეცხოთ ის მსუბუქი რეჟიმითა და ცივი წყლით, ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით. ასევე, ვესტელის სარეცხი მანქანის ხელით რეცხვის პროგრამა უზრუნველყოფს მგრძნობიარე ტანსაცმლის ჩამორეცხვას დაბალი ტემპერატურისა და სათანადო ციკლით.

  1. ელვაშესაკრავები და სარეცხი მანქანა

ხშირად შეიძლება ელვაშესაკრავის თავი გაიჭედოს სარეცხ მანქანაში და დააზიანოს ის, ამიტომ რეცხვამდე გადმოაბრუნეთ. გახსოვეთ, რომ გადმობრუნებული ტანსაცმელი საუკეთესო საშუალებაა ქსოვილის დასაცავად, რათა მან რეცხვისას მინიმალური დაზიანება მიიღოს გარეთა მხარეს.

ვესტელის სარეცხის მანქანის ხელით რეცხვის პროგრამა უზრუნველყოფს მგრძნობიარე ტანსაცმლის ჩამორეცხვას დაბალი ტემპერატურისა და სათანადო ციკლით.

იმედი გვაქვს ეს რჩევები ზამთრის სეზონის მარტივად გადაგორებაში დაგეხმარებათ.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-12-27