vestel

მოწყობილობების დიდხანს შენარჩუნება ყველა სეზონზე, განსაკუთრებით ზაფხულში, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაუროთ სახვადასხვა მათგანს საუკეთესო შედეგისთვის. 

 

კონდიციონერები

 

ზაფხულში დიდი დატვირთვის გამო კონდიციონერების რეგულარული მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. 

გამოცვალეთ ფილტრი და კარგად გაასუფთავეთ კონდიციონერი გამოყენებამდე. გახსოვდეთ, თუ სახლს დიდი ხნის განმავლობაში ტოვებთ, დენიდან გამორთეთ თქვენი კონდიციონერიც.

მისი გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ყველა ფანჯარა და კარი დახურულია, რადგან დიიდი დატვირთვით მუშაობა არ მოუწიოს კონდიციონერს. 

 

Ჭურჭლის სარეცხი მანქანა

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანები ზაფხულში ფაქტობრივად ზეგანაკვეთურად მუშაობენ. მრავალრიცხოვანი პიკნიკებით, ეზოში შეკრებებისა და ხანგრძლივი დღეების გამო, თქვენი სამზარეულოს ნიჟარა ადვილად ივსება ჭუჭყიანი ჭურჭლით. მათი ერთბაშად გაწმენდის უმარტივესი გზა ძლიერი ჭურჭლის სარეცხი მანქანის დახმარებაა. ზაფხულში თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად,  არ გადატვირთოთ იგი. რეგულარულად გაასუფთავეთ ფილტრი ნებისმიერი ნარჩენისა და საკვების ნაწილაკისგან, რომლებიც ჩარჩენილია თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის თაროზე ან მის ძირში. მაშინაც კი, როცა არ იყენებთ, კარგად დახურეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რათა თავიდან აიცილოთ შიგნით მტვრის დაგროვება. რაც მთავარია, რეგულარულად ჩართეთ ცარიელი დასუფთავების ციკლი, რომ შეინარჩუნოთ მისი ხანგრძლივობა. ვესტელის ჭურჭლის სარეცხსი მანქანის მოდელი DF585B, საუკეთესო არჩევანია გადატვირთული სეზონისთვის. გამორჩეული ძრავის ტიპი და 8 ძირითადი პროგრამა, დიდი რაოდენობის ჭურჭელს იდეალურად გაასუფთავებს. 

 

მაცივარი

ზაფხულის განმავლობაში ნებისმიერ სახლში ყველაზე ხშირად გამოყენებული მოწყობილობა მაცივარია. ის ინახავს ხილს, ყინულს და საზაფხულო მსუბუქ საკვებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ზაფხული მაცივარმა გამართულად იმუშაოს, ამისათვის კი მოერიდეთ მის გადატვირთვას. რაც უფრო მეტ საკვებს და სასმელს შეინახავთ, მით უფრო რთული იქნება კომპრესორის მუშაობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს საკვების გაფუჭება ან პირიქით ზედმეტად გაციება, რაც საბოლოოდ დააზიანებს კომპრესორს. ასევე, არ დატოვოთ კარები ღია და გამოყენების შემდგომ დაუყოვნებლად დახურეთ. ყოველთვის, როცა მაცივრის კარი იღება და ღია რჩება, შიდა ტემპერატურა იკლებს რის გამოც, კომპრესორმა დამატებით უნდა იმუშაოს თავდაპირველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. რეგულარულად გაწმინდეთ თქვენი მაცივარი, რათა თავიდან აიცილოთ შიდა სივრცის დაბინძურება. თუ თქვენს მაცივარს აქვს ყინულის ავტომატური დისპენსერი, დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად სუფთაა.

 

სარეცხი მანქანა და საშრობი

 

ზაფხულის თვეებში ყველას უყვარს სანაპიროზე ან აუზზე სიარული. თუმცა ფრთხილად იყავით, სანამ პლაჟის მძიმე პირსახოცს სარეცხ მანქანაში ან საშრობში ჩადებთ! მძიმე ტვირთმა, როგორიცაა მრავალჯერადი ზღვის პირსახოცი, შეიძლება დატვირთოს თქვენი სარეცხი მანქანა, რეცხვისას კი ეს გამოიწვევს ზედმეტ წნევას ძრავში და მის შიდა დაზიანებას. ასევე არ დაგავიწყდეთ ყოველი გარეცხვის შემდეგ დატოვოთ სარეცხი მანქანის კარი ღია, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი.

 

ამ ხრიკებით საზაფხულოდ თქვენი ტექნიკა სრულ მწყობრში იქნება. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-07-18