vestel

იმისთვის რომ სამზარეულო მაქსიმალურად კომპაქტურად იყოს აღჭურვილი სულაც არ არის საჭირო დიდი სივრცის ქონა. მთავარია ყველაფერი სწორად და ჭკვიანურად განვალაგოთ. ამისთვის გთავაზობთ 5 მარტივ ხრიკს რომელიც თქვენი პატარა სამზარეულოს ჭკვიანურად მოწყობაში დაგეხმარებათ. 

 

  1. არ დააყენოთ კუნძული სამზარეულოში

სამზარეულოს კუნძული ძალიან დიდ სივრცეს იჭერს სამზარეულოში, მის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ სასადილო მაგიდა (კარგი იქნება თუ იმავე ფერის იქნება, როგორიც კედელია), ასე სივრცე უფრო დიდი გამოჩნდება და თანაც ნაკლებ გადატვირთული. 

 

  1. გამოიყენეთ ჩასაშენებელი ტექნიკა

ჩასაშენებელი ტექნიკა ძალიან დიდ სივრცეს ზოგავს სამზარეულოში და ვიზუალურადაც სასიამოვნო. ამიტომ ისეთი ტექნიკის შემთხვევაში როგორიც არის სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა, სჯობს ჩასაშენებელი ვარიანტი განიხილოთ. მსგავსი ტექნიკის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი Vestel-ში დიდი ხანია ხელმისაწვდომია და შეძენა ახლავეც შეგიძლიათ. 

  1. ტექნიკის შერჩევისასვე გაითვალისწინე მისი ზომა

გარდა იმისა რომ ტექნიკის მონაცემები კარგად უნდა ერგებოდეს თქვენს მოთხოვნებს, პატარა სივრცის სამზარეულოსთვის მნიშვნელოვანია მაცივრის ზომები გავითვალისწინოთ. ეს ყველამ ვიცით, თმცა მარტივია მხედველობიდან გამოგვრჩეს, როდესაც ახალი ნივთის შესაძენად უამრავ ვარიანტს ვათვალიერებთ. Vestel-ის ტექნიკის ახალი თუ ძველი კოლექცია ამ ფაქტორს აუცილებლად ითვალისწინებს და სამზარეულოში დიდი სივრცისა თუ პატარა სივრცის ქონის მიუხედავად შესაბამის ვარიანტს აუცილებლად გთავაზობთ. 

 

  1. გამოიყენეთ კედლის სივრცე 

კედელზე სხვადასხვა ნივთის ჩამოკიდება ძალიან დიდ სივრცეს ზოგავს პატარა სამზარეულოში. ჩამოკიდეთ დანები, ჭურჭელი, სამზარეულოს პირსახოცი და სხვა ნივთები კედელზე და  დაზოგეთ სივრცე ეფექტურად. 

 

  1. გადაინახეთ ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ 

სამზარეულოში უამრავი ნივთია, რომელსაც ძალიან იშვიათად ან სულაც არ ვიყენებთ - მრაბები, რომლებსაც ჯერ არ იყენებთ, დანების ნაკრები, რომელსაც აქტიურად არ ხმარობთ, სასუსნავების ჯამები და სხვა. ასეთ ნივთები ყოველთვის გადაინახეთ უჯრებში, რომ მაგიდებსა თუ თაროებზე ადგილი ნაკლებად დაიკავოს და ვიზუალურადაც მეტი სივრცე შეიქმნას.

 

სივრცის დაზოგვა ცხოვრებას გაგიმარტივებთ და საკუთარ სამზრეულოსაც მეტად შეგაყვარებთ. იმედი გვაქვს ეს რჩევები ამაში გამოგადგებათ. 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-08-26