vestel

ენერგიის მოხმარების შემცირებით გარდა იმისა, რომ დაზოგავთ თქვენს ფულს, ასევე გაზრდით ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შეამცირებთ დაბინძურებას, რომელიც გამოიყოფა ენერგიის არაგანახლებადი წყაროებიდან. მზის ელექტრო სისტემისა თუ ქარის მცირე ტურბინის დაყენება ყველას არ შეუძლია. თუმცა არსებობს მრავალი გზა ჩვენს ყოველდღიურობაში შევიტანოთ ისეთი ჩვევები, რომელიც მნიშვნელოვნად დაზოგავს ელექტროენერგიას. ამ ბლოგში გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მარტივი და მნიშვნელოვანი ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ ელექტროენერგიისა და ფულის დაზოგვაში. 

 

1. შეიძინეთ ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა

მოწყობილობის ენერგოეფექტურობა შეფასებულია საერთაშორისო ენერგოეფექტურობის კლასების ნაკრების მიხედვით ეტიკეტზე A+++-დან D-მდე, A კატეგორიის არის ყველაზე ენერგოეფექტური, D ყველაზე ნაკლებად ეფექტური. ტექნიკის შეძენისას აუცილებლად დააკვირდით მის ენერგოეფექტურობის კლასს, ეს დაგიზოგზავთ თქვენს ფინანსებს. ვესტელის ტექნიკა გამოირჩევა ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლით. ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელი DWA1B3BOW-ის ენერგო ეფექტურობის კლასია A++, რაც უზრუნველყოფს თქვენი ჭურჭლის სისუფთავეს მცირედი დანახარჯებით. 

2. აირჩიეთ ენერგოეფეტქური ნათურები

LED ნათურები არის ყველაზე ენერგოეფექტური განათების ვარიანტი, რადგან ისინი მოიხმარენ 75%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას. ასევე არ შეიცავს ვერცხლისწყალს და ძლებს დაახლოებით 25-ჯერ დიდხანს, ვიდრე ტრადიციული ნათურები.

3. გამორთეთ არასაჭირო განათება

დღის განმავლობაში ან ღამით ჩართული არასაჭირო განათება ხარჯავს ელექტროენერგიის დიდ რაოდენობას. გამორთეთ დენი იმ ოთახებში რომელსაც არ იყენებთ, დღის განმავლობაში კი გახსენით ფარდები და ბუნებრივი განათებით გაანათეთ თქვენი სახლი. 

4. გამოიყენეთ მაგიდის განათება

გამორთეთ ჭერის განათება და გამოიყენეთ მაგიდის ნათურები ასე უფრო ნაკლებ ენერგიას დახარჯავთ. 

5. მიიღეთ უფრო მოკლე შხაპი

ცხელი წყალი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ დიდ დროს უთმობთ მას. თუ თითო წუთით შეამცირებთ შხაპის დროს, შეგიძლიათ დაზოგოთ საკმაოდ დიდი თანხა წელიწადში.

 

იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ დაზოგოთ თქვენი ფინანსები და გაუფრთხილდეთ გარემოს.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-04-26