vestel

ვესტელი უკვე 30-ედ იღებს მონაწილეობას ბერლინში გამართულ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს წამყვან გამოფენა IFA-ზე, რომელიც ჩატარდა 2-6 სექტემბერს. ჩვენ გამოფენაზე 3000 კვადრატულ მეტრის ფართობზე, წარმოვადგინეთ, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციური და მდგრადი პროდუქტები. 

 

Vestel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტურან ერდოღანმა საუბრისას ხაზი გაუსვა მსოფლიოში წყლის ნაკლებობაზე და განაცხადა, რომ ისინი ვესტელი ზრუნავს სამყაროს მომავალზე Smart Life ხედვით და ქმნის მდგრად და ეკონომიურ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. 

 

ვესტელის დატენვადი მტვერსასრუტი IFA-ს შოუს ერთ-ერთი მთავარი ახალი პროდუქტი იყო, S50 დატენვადი მტვერსასრუტი სრულად სახლის პირობებში მოხმარებაზეა გათვლილი და ერთი დატენვით 80 წუთის მანძილზე თავისუფლად გემსახურებათ. მაგნიტური სამაგრით და დამატებითი აქსესუარებით, ეს ახალი მოწყობილობა მალე ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის.  

რაც შეეხება ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ჩვენ მიერ დანერგილი ეკოლოგიურად და მოსახერხებელი Dose-on ტექნოლოგიით, ჩვენ ვიყენებთ ნაკლებ ჭურჭლის სარეცხ სითხესა და წყალს მსოფლიოს მომავლის გადასარჩენად. ამავდროულად, ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენს სამზარეულოში ასაკისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური ჰიგიენის პირობებს. PureBeam Pro+ ტექნოლოგიით, რომელიც დამზადებულია ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით, შეგიძლიათ დეზინფექცია გაუკეთოთ ჭურჭელს.  გარდა ამისა, SonicWash ტექნოლოგიით ჭურჭლის სარეცხი მანქანის მესამე განყოფილებაში, შესაძლებელია მგრძნობიარე პროდუქტების გაწმენდა, როგორიცაა საათი, სათვალე და სამკაული. 

 

ვესტელის მიერ შემუშავებული ახალი თაობის მაცივრები IFA-ს ფავორიტ პროდუქტებს შორის წელსაც მოხვდა. ჩვენმა მაცივრებმა, რომლებიც გვთავაზობენ საკვების ვაკუუმური შენახვის შესაძლებლობას, მსოფლიოს მრავალი კომპანიის ყურადღების მიქცევა მოახერხეს. ჩვენი ახალი მაცივრის მოდელით, რომელიც მუშაობს EggWiser ტექნოლოგიით და შეუძლია კვერცხის მოხარშვა 4 სხვადასხვა კონსისტენციაში ერთდროულად, შესაძლებელია საუზმეზე წინასწარ დაპროგრამება. ჩვენ ვიცავთ ბუნებას ინოვაციური და მდგრადი მეთოდებით. თანამედროვე Full Indoor ტექნოლოგიით ვესტელი ცდილობს თავიდან აიცილოს საკვების ნარჩენები. ხოლო IntelliShelf ტექნოლოგიით, რომელიც შედის Full Indoor ტექნოლოგიაში, შეგიძლიათ აკონტროლოთ მაცივრის კარზე არსებული საკვების გამძლეობა, სიახლე, წონა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

 

ვესტელის დატენვადი მტვერსასრუტი IFA-ს შოუს ერთ-ერთი მთავარი ახალი პროდუქტი იყო, S50 დატენვადი მტვერსასრუტი სრულად სახლის პირობებში მოხმარებაზეა გათვლილი და ერთი დატენვით 80 წუთის მანძილზე თავისუფლად გემსახურებათ. მაგნიტური სამაგრით და დამატებითი აქსესუარებით, ეს ახალი მოწყობილობა მალე ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის. 

კონდიციონერებს რაც შეეხება, ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი ვესტელის კონდიციონერები უკვე თავად ითვლიან კონდიცირების ხარჯს და შესაძლებელია მათი მომართვა ისე, რომ გათვლილი ხარჯის 80% ათვისების შემთხვვევაში კონდიციონერმა დაიწყოს ეკო რეჟიმზე მუშაობა, რითიც რადიკალურად შეამცირებს თქვენს გადასახადებს. 

 

სმარტ სახლის კონცეფციის ინტეგრაცია ვესტელის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია, ამას ჩვენ Vestel Evin Aklı და VeeZy მობილური აპლიკაციებით ვაღწევთ. მოწყობილობების ინტერნეტით აღჭურვით მომხმარებელს ბევრად დიდი კონტროლი აქვს საკუთარ სახლზე და მასში განთავსებულ მოწყობილობებზე. Vestel Evin Aklı აპლიკაცია გახდება ჭკვიანი ასისტენტი ნებისმიერ სახლში ხოლო VeeZy აპლიკაციით შეგეძლებათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაკავშირებული იყოთ თქვენს ტექნიკასთან.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-09-28