vestel

ჯანსაღი პროდუქტების შეძენა და მომზადება ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრესი ნაწილია. ამ დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა გავანაწილოთ და შევინახოთ შეძენილი პროდუქტი მაცივარში სწორად და მაქსმალურად ეფექტურად. მაცივრის ყოველ ნაწილს თავისი ინდივიდუალური დანიშნულება და სპეციფიკა აქვს. სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი პროდუქტის განთავსება რომელ განყოფილებაშია უმჯობესი. 

რა თავსდება საყინულეში?

მოდი, დავიწყოთ საყინულით. საყინულე მაცივრის ერთ-ერთი ყველაზე ინდივიდუალური განყოფილებაა. საყინულის მთავარი მიზანი, ცხადია, პროდუქტის მაქსიმალურად გაყინვა და გრძელვადიანად შენახვაა. ამიტომ ყველაფერი, რაც გვინდა რომ გაყინულ კონდიციაში შენარჩუნდეს, იქნება ეს რაიმე სახის ხილი, ბოსტნეული, ხორცი თუ თავად ყინული, მოცემულ განყოფილებაში უნდა განვათავსოთ. საყინულეში ასევე შეგვიძლია შევინახოთ გარკვეული სახის ცომები - ფენოვანი, მზა პიცა და სხვა (თუმცა არა საფუარიანი ცომი - საფუარიანი ცომი საყინულეში გაფუჭდება).

ამასთან, გაითვალისწინეთ - საყინულეში ნებისმიერი პროდუქტი მჭიდრო შეფუთვით უნდა მოთავსდეს, რათა დავიცვათ ის გაფუჭებისგან. ამასთან, უმჯობესია თავიდან ავირიდოთ მინისა თუ ალუმინის ჭურჭლის გამოყენება, რომელიც შესაძლოა დაიმსხვრეს ან გაიბზაროს. 

ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მოცემული განყოფილება დრო და დრო გამოვრთოთ და გავწმინდოთ.

ზედა და შუა თაროები

ზედა და შუა თაროებზე მუდამ უმჯობესია განვათავსოთ მზა საკვები; მაგალითად: რძის ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები და წინა დღის მორჩენილი ვახშამიც. ეს ყველაფერი შენახული უნდა იყოს კარგად მოხუფულ კონტეინერებში, რათა დავიცვათ გაფუჭებისგან. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი საკვების უმი პროდუქტებისაგან მოშორებით განთავსება, რათა სხვადასხვა მავნე ბაქტერიამ მათთან არ მიაღწიოს.

ზედა თაროზევე შეგვიძლია მოვათავსოთ გაზიანი სასმელი თუ წვენებიც.

ქვედა თარო

ქვედა თაროზე საუკეთესო ვარიანტში უმი საქონლისა თუ ფრინველის ხორცი, ან თევზი შეგვიძლია განვათავსოთ. ცხადია ესეც კარგად-მოხუფულ კონტეინერებში უნდა მოთავსდეს, რათა ერთმანეთს არ შეეხოს და თავიდან ავირიდოთ მათი სისველის გადასვლაც სხვა უმ პროდუქტებზე. 

ბოსტნეულის განყოფილება

ხილი და ბოსტნეული უმჯობესია მოვათავსოთ ბოსტნეულის განყოფილებაში. განყოფილებაში მოთავსებამდე უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს კარგად გარეცხილი შენახვამდე. ამასთან, მსგავსი პროდუქტი უნდა შევახვიოთ ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკში და დავუტოვოთ ჰაერის გამტარობა, რათა თავიდან ავირიდოთ პროდუქტის გაფუჭება.

კონკრეტულად სალათის ფოთლებისა თუ მწვანილის შენახვის საუკეთესო გზა კი მათი ნოტიო ხელსახოცში გახვევა და თაროს შუა ან წინა ნაწილში მოთავსებაა, რათა მეტ ხანს გაძლოს და დავიცვათ გამოშრობისაგან. ეს იმიტომ, რომ მაცივრის უკანა კედლებზე ტემპერატურა ყველაზე დაბალია, და მათთან შეხებამ შესაძლოა მწვანილი საჭიროზე მეტად გაგვიყინოს და გაგვიფუჭოს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის შემდეგი: ყველა ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთის მახლობლად მოთავსება არც ისე კარგი იდეაა. უამრავ ხილი, მათ შორის ვაშლი, ატამი, ქლიავ, მსხალი, ნესვი თუ სხვა, ეთილენს გამოყოფს, რაც მათ დამწიფებაში ეხმარება, შესაბამისად მოცემული სახის ხილის მოთავსებამ შესაძლოა დამწიფებისა და გაფუჭების პროცესი ბოსტნეულშიც დააჩქაროს. ამის ასარიდებლად უმჯობესია ხილი და ბოსტნეული მუდამ ერთმანეთისაგან განცალკევებით შევინახოთ.

Vestel-ის ზოგიერთ თანამედროვე მაცივარში კი სპეციალურად ამ სახის პროდუქტებისთვის არსებობს მაქსიფრეშის მექანიზმი, რომელიც ხილ-ბოსტნეულის სიჯანსაღის მაქსიმალურად შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

კარების განყოფილება

კარების განყოფილება მაცივრის ყველაზე თბილი და მარტივად მისადგომი ნაწილია, ამიტომ ამ ადგილას ჯობია განვათავსოთ ის საკვები თუ სასმელი რომელიც ყველაზე ნაკლებ მალფუჭებადი და სითბოს მიმართ ყველაზე რეზისტენტულია. ეს შეიძლება იყოს საწებლები, სასმელი, და სხვა. 

თუ თქვენც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელიც კვერცხსა და რძის ნაწარმს კარებთან ათავსებს, რათა ხშირად გამოყენებადობის გამო მარტივად მისწვდეს, გირჩევთ რომ ამ ხერხს აღარ მიმართოთ - რძის ნაწარმი უმჯობესია ზედა ან შუა თაროებზე დავტოვოთ, სადაც მათთვის ზედგამოჭრილი ტემპერატურაა და მალე გაფუჭების ნაკლები შანსია.

და რადგან ეს მარტივად მისადგომი განყოფილება ასე ძალიან გვიყვარს, შეგვიძლია აქვე განვათავსოთ პროდუქტი, რომლის ყველაზე მალე მოხმარებასაც ვაპირებთ. თანაც თანამედროვე მაცივრების V-lift ტექნოლოგიის გამოყენებით შეგვიძლია მოცემული თარო დავაყენოთ ზუსტად იმ სიმაღლეზე, რომელიც მოგვიხერხდება. V-lift ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ კარების თაროს მდებარეობა არეგულიროთ და მოირგოთ საკუთარ თავზე. მსგავსი ტექნოლოგიის მაცივრები უკვე არის გაყიდვაში და მათი შეძენა ონლაინაც შესაძლებელია.

V-ლიფტიანი კარის განყოფილება. vestel-ის მაცივრის მოდელი: NF480EX

 

პატარა ბონუს-ფაქტიც მაცივრის შიგთავსზე: ახალი მაცივრების ნაწილს (Vestel-ის პროდუქციიდან: მაცივარი NF480EX, მაცივარი NF480A+ და სხვა) NATURAL ION ტექნოლოგია აქვს, რაც იმას გულისხმობს რომ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით უარყოფითი იონები ჰაერში უსიამოვნო სუნს და მტვრის ნაწილაკებს ანეიტრალებს, და ხილისა და ბოსტნეულის შენახვის პერიოდი 2-ჯერ უფრო იზრდება!

და რაც მთავარია! ნებისმიერი თაროს შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ რომ მაცივრის შიდა ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 2-დან 8 გრადუსამდე, რათა მავნე ბაქტერიების გავრცელება თავიდან მაქსიმალურად ავირიდოთ.

 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2021-05-20