vestel

დღესასწაული - სიტყვა, რომელიც მთელი თავისი არსით იწვევს ბედნიერების განცდას და განსაკუთრებულად კარგ ემოციებს. დღესასწაულთან ასოცირდება ყველაფერი დადებითი. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამე, რომელსაც დიდი მოლოდინითა და საუკეთესო განწყობით ვხვდებით ყველა. ღამე, რომელიც ყველაზე მძაფრად შეგვაგრძნობინებს სასწაულის ძალას, რომელსაც მოაქვს დადებითი აურა, სიახლე, მომავლის იმედი. ამ დროს ხდება განვლილი წლის შეჯამება, უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლება და მზადება ახალი თავგადასავლების, გამოცდილებისა და განცდებისათვის.

წარმოგიდგენთ 10 საახალწლო განწყობისა და პოზიტივის მომტან ფილმს: 

 

მარტო სახლში 

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი, ახალ წელთან ასოცირებული ფილმი რვა წლის ბიჭზე, რომელიც საშობაო არდადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს  დაავიწყდება. ბიჭი სრულიად მარტო რჩება დიდ სახლში, ის ცდილობს დაიცვას სახლი ორი მძარცველისგან, რაც კომიკურ სიტუაციებს ქმნის. „home alone”-ს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ  კიდევ 4 ნაწილი გადაიღეს, რომლებიც მოგვითხრობს სხვადასხვა ისტორიას, სავსეა ინტრიგებით, პოზიტივით, მახეებითა და სასაცილო სიუჟეტებით.

 

სტოუნების ოჯახი

საახალწლო არდადეგებზე ევერეტი გადაწყვეტს, საცოლე გააცნოს ოჯახს, რაც საკმაოდ დიდ უხერხულობას გამოიწვევს. ერთ მხარეს არის სტოუნების უცნაური, მაგრამ სტუმართმოყვარე ოჯახი, მეორე მხარეს კი - საცოლე, რომელიც საკმაოდ კონსერვატიულია. საბოლოო ჯამში, ფილმში სადღესასწაულო განწყობის ფონზე ვითარდება ძალიან საინტერესო სიუჟეტი ისეთი მსახიობების მონაწილეობით, როგორებიც არიან:  სარა ჯესიკა პარკერი, რეიჩელ მაკადამსი, დერმოტ მარლუნი და სხვები.

 

რეალური სიყვარული 

 არაჩვეულებრივი ბრიტანული ფილმია. შობის მოახლოვებასთან ერთად ზოგი შორდება ერთმანეთს, ზოგს უყვარდება და საბოლოოდ, იქმნება ძალიან პოზიტიური სიუჟეტები. ეს ფილმი საახალწლო საუნდტრეკებით, საოცარი მსახიობებით და ამაღელვებელი ისტორიებით ნამდვილად გვარწმუნებს, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება და გვავსებს უამრავი პოზიტივით.

12 საშობაო პაემანი 

რომანტიკული კომედია ახალგაზრდა ქეითზე, რომელიც ცდილობს ძველი შეყვარებული დაიბრუნოს. მას აქვს 12 შანსი და შობის წინ 12 პაემანზე მოუწევს წასვლა. ფილმი სავსეა პოზიტიური, საახალწლო განწყობითა და რომანტიკული ელემენტებით.

 

წინა ღამეს 

ამერიკული კომედია მოგვითხრობს სამი მეგობრისა და მათი ტრადიციის შესახებ შეიმოსონ უცნაურ სვიტერებში და მხიარულად შეხვდნენ ახალ წელს. მოვლენები იცვლება და მეგობრები სასაცილო სიტუაციებში ხვდებიან.

 

ბრიჯიტ ჯონსის დღიური

31 წლის მარტოსული ჟურნალისტი ბრიჯიტი ცხოვრობს გამოგონილ სამყაროში: სურს ნახოს ცხოვრების სიყვარული და მიიღოს ამისთვის მისი სიმპატიური უფროსი. შობის დღესასწაულზე ის წავა სტუმრად თავის დედასთან, რომელიც ცდილობს გააცნოს ადვოკატი მარკ დარსი. ის პირველად ამ ამბავს არ ხვდება კარგად მაგრამ, როდესაც გავა დრო ის დაინტერესდება მარკით. ამის შემდეგ კი თავისი უფროსიც აქცევს ყურადღებას.

 

ინტუიცია

ამბავი იმის შესახებ, რომელშიც აღწერილია ორი ერთმანეთისათვის უცხო ადამიანის შემთხვევითი შეხვედრა. სარა და ჯონათანი გაიცნობენ ერთმანეთს სუპერმარკეტში სადღესასწაულო საჩუქრების შერჩევისას. სარა წერს თავის ნომერს გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში, ხოლო ჯონათანი აწერს თავის სახელს ხუთდოლარიან კუპიურაზე. შემდეგ მათი ცხოვრების გზა სხვადასხვა მხარეს წავა და ისინი საკუთარი ცხოვრებით გააგრძელებენ გზას. რა ელოდებათ ამის შემდეგ მთავარ გმირებს?

 

ნამდვილი სიყვარული

სიყვარული... ის სულ ჩვენთანაა. შობა ეს არის კიდევ მიზეზი იმისა რომ საყვარელ ადამიანს უთხრა თბილი სიტყვები. ფილმში თქვენ ნახავთ რამდენიმე სიყვარულის ისტორიას: ქალებს, რომლებიც იჭერენ ქმრებს ღალატში, მოზარდ ყველაზე ლამაზ გოგოს სკოლაში, მარტოხელა მამას შვილთან ერთად და ას.შ. ჯადოსნური დღესასწაული შობა კი აერთიანებს მათ ბედს ერთად.

 

პოლარული ექსპრესი

არანაკლებ საინტერესო და ჩამთრევი ფილმი. პატარა ბიჭს არ სჯერა სანტა-კლაუსის არსებობის და არ უყვარს შობა. შუაღამეს დღესასწაულის დადგომამდე მას მიეცემა არაჩვეულებრივი შანსი იმისა რომ მოხვდეს ჯადოსნურ მატარებელში და წავიდეს სტუმრად თავად სანტასთან. გზაში მას მოუხდება გადალახოს ძალიან საინტერესო თავგადასავალი. ყურება რეკომენდირებულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც.

 

საშობაო ამბავი

კეთილი და სულისშემძვრელი ზღაპარი მხიარული დასასრულით. ამბავი, დაწერილი ჩარლზ დიკენსის მიერ, მოგვითხრობს ერთ გაუტანელ და ძუნწ კრუჯზე, რომელმაც მოახერხა დაევიწყებიდა შობა. მოხუცმა გადაწყვიტა რომ ქცეულიყო სხვა ადამიანად. ფილმი გვასწავლის სიკეთეს, სიმამაცეს და იმედს უკეთესისა.

 

 

ამ ფილმების ყურება Android Tv-ზე უფრო კომფორტულია და სასიამოვნოა, შეგახსენებთ, რომ Vestel-ს საქართველოში ოფიციალური ანდროიდ სისტემები აქვს. Android TV-ს შეძენა Vestel-ის მაღაზიათა ქსელებშია შესაძლებელი. შეგახსენებთ რომ საახალწლო ფასდაკლება კვლავ აქტიურია.

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2022-12-26