vestel

კონფიდენციალურობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვესტელის ონლაინ მაღაზიაში.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლისით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.

ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.

 

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

 

შესვლის მონაცემები

ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

 

მომსახურების მომწოდებელი

ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე - მომსახურებები; მომსახურების ანალიზი.

ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდეს თქვენ პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც აკისრიათ მათ ჩვენ მიმართ. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ან გაამჟღავნებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.

 

უსაფრთხოება

ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

 

სხვა ვებგვერდის ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობასა, პოლისებსა და პრაქტიკაზე.

 

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშიში

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.vestel.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე.

 

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:  vestel@mateks.ge

 

კომუნიკაცია

ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე vestel@mateks.ge გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

 

შეძენა/ყიდვა

თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით (”შესყიდვა”), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

 

შემადგენლობა/კონტენტი

ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს ვესტელის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შევცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

 

აკრძალული გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.

 

ანალიტიკა

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

 

ანგარიშები

როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შეცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

 

მარეგულირებელი კანონი

წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.

ჩვენს მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.

 

დასტური/თანხმობა

ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.

 

User Data Deletion

To comply with the General Data Protection Regulation (GDPR – Art. 17 – Right to Erasure), you must first obtain authorization, then go to your profile and click the "DEACTIVATE ACCOUNT" button to send a request that will ensure your data deletion.