სახლის საფუძვლიანი დალაგება სირთულეს სულაც არ წარმოადგენს, თუ დალაგების გეგმა სწორად გაქვთ შედგენილი.
ამ ბლოგში გაგაცნობთ სახლის დალაგების ყველაზე ოპტიმალურ გეგმას, რაც დაგეხმარებათ დროის დაზოგვით, გენერალური დასუფთავების ჩატარებაში.
1. სახლის დალაგებამდე თეთრეული გასარეცხად ვესტელის სარეცხის მანქანაში შეყარეთ, შემდეგ კი გასაშრობად - საშრობში. დალაგებამდე იგი გარეცხვასაც მოასწრებს და გაშრობასაც.
2. სახლის დალაგება სამზარეულოდან დაიწყეთ. გაცხიმიანებულ ნივთებს ცხიმის მოსაშორებელი საშუალება წაუსვით და ცოტა ხნის შემდეგ გაწმინდეთ. გადაწმინდეთ მტვერი, დაასუფთავეთ თაროები, ნიჟარა და ბოლოს მოწმინდეთ იატაკი. დაალაგეთ მაცივარი, გაწმინდეთ ორგანაიზერები.
3. შემდეგი პუნქტი საძინებელია. მოაწესრიგეთ თეთრეული, სამოსი, გადაწმინდეთ თაროები. გასარეცხად გაამზადეთ ნივთები. მტვერსასრუტით კარგად გამოასუფთავეთ კუთხეები, საწოლის ქვეშ, რომ არ დარჩეს მტვერი რთულად მისაწვდომ ადგილებში.
4. მისაღებ ოთახში თავდაპირველად გადაწმინდეთ მტვერი. გამოიყენეთ ისეთი საწმენდი საშუალება, რომელიც მტვერს მოაცილებს სწორ ზედაპირს, ხოლო რბილ ავეჯს თმას, ბეწვს და ა.შ.
5. სახლის დალაგება დაასრულეთ საპირფარეშოსა და შემოსასვლის დალაგებით. სველი ჩვრით გაწმინდეთ ფეხსაცმელების შესანახი თარო.
6. სარეცხი გარეცხვას რომ მორჩება დააყენეთ გავლების რეჟიმზე და დაატრიალეთ ცარიელი, რათა გაიწმინდოს ნარჩენი ბაქტერიებისგან.
დალაგების მეტი რჩევებისთვის გამოგვყევით ვესტელის Instagram და Facebook გვერდებზე.
სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2024-04-16