vestel

უსხიანი ზამთრის შემდეგ, გაზაფხულის მოსვლა ნამდვილი დღესასწაულია და რა თქმა უნდა ჩვენს ყოველდღიურ რაციონსაც ნელ-ნელა ემატება საგაზაფხულო კერძები. ერთ-ერთი ასეთი ბოსტნეულით მომზადებული, უგემრიელესი საოჯახო ჯერძი - აჯაფსანდალია, რომელსაც ყველა ოჯახში თავისებურად ამზადებენ. აჯაფსანდალის სეზონი გაზაფხულიდან იწყება და შემოდგომამდე გასტანს. 

ამ ბლოგში გაგიზიარებთ ძალიან მარტივ, ჯანსაღ და ყველასთვის საყვარელი კერძის, აჯაფსანდალის რეცეპტს.

ამ კერძის მოსმზადებლად დაგჭირდებათ:

- კარტოფილი

- ბადრიჯანი

- პომიდორი

- თეთრი ხახვი

- მწარე მწვანე წიწაკა

- დაჭრილი ქინძი

- დაჭრილი ოხრახუში

- დაფქული შავი პილპილი

- მარილი

- ზეთი

- ნიორი (გემოვნებით)

ზეითუნის ზეთი ტაფაზე დაასხით, დაუმატეთ ხახვი და თუშეთ მაღალ ტემპერატურაზე 2 წუთით, მოურიეთ ხშირად.

ბადრიჯანი კუბიკებად ან მრგვლად და დაუმატეთ ხახვს. ამოურიეთ და საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე 5–6 წუთით თუშეთ, ურიეთ ხშირად.

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით, პომიდორი კი გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ბადრიჯანს. თუ პომიდორი საკმარისად წვნიანი არ არის, ინგრედიენტებს 100 მლ წყალი შეურიეთ. ამოურიეთ, დააფარეთ და ხარშეთ საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე კარტოფილის მოხარშვამდე.

მწვანე წიწაკა რგოლებად, ოხრახუში და ქინძი კი წვრილად დაჭერით. დაუმატეთ აჯაფსანდალს და ამოურიეთ. სურვილისამებრ, შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორიც. ადუღეთ 2–3 წუთით დაბალ ტემპერატურაზე. შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან.

კერძი მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით ან რეჰანით და გემრიელად მიირთვით

გახსოვდეთ, ვესტელი სამზარეულოში თქვენი საუკეთესო დამხმარეა, შეარჩიეთ გაზქურის ჩასაშენებელი BH6470b ზედაპირი ვესტელში.  

 

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2024-03-18