vestel

თებერვალი სიყვარულის თვეა და ცხადია, 14 თებერვალს ყველა ვცდილობთ გავახაროთ და ვასიამოვნოთ საყვრელი ადამინები. ამ დღის რომანტიკულად აღსანიშნად იდეალურია რაიმე დესერტის მომზადება და მშვიდად საღამოს ერთად გატარება.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ როგორ მოამზადოთ ამ დღისთვის შესაფერისი უგემრიელესი გულის ფორმის ორცხობილები თქვენთვის და თქვენი მეორე ნახევრისთვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 

110 გრ.  კარაქი

220 გრ.  შაქარი

1 კვერცხი

10 გრ.  ვანილის პუდრა

50 გრ.  ნუშის ფქვილი

190 გრ.  ფქვილი

2 გრ.  გამაფხვიერებელი

ჟოლოს ჯემისთვის

150 გრ.  შაქარი

250 გრ.  ჟოლო

ცომის მომზადება:

რბილი კარაქი და 70 გრ. შაქარი ათქვიფეთ მიქსერით. თეთრ ფერს რომ მიიღებს, დაამატეთ ვანილი და კვერცხი და ისევ ავთქვიფოთ. ცალკე ჯამში გააერთიანეთ მშრალი ინგრედიენტები და დაამატეთ ათქვეფილ კარაქის მასას. მოურიეთ, ისე რომ ცომი გაერთიანდეს. გაყავით ცომი 2 თანაბარ ნაწილად, შეახვიეთ პარკში და დაასვენოთ მაცივარში 2 საათით.

ჯემის მომზადება:

გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი ან კენკრა. მოათავსეთ სასურველი ხილი/კენკრა და 150 გრ. შაქარი ქვაბში და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ არ შესქელდება. გაციეთ ჯემი ოთახის ტემპერატურამდე.

გამოცხობა და სერვირება:

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააბრტყელეთ 3მმ-მდე. ორივე ცომისგან ამოჭერით გულის ფორმა -. ერთი სავსე, მეორე შიგნიდან ცარიელი. ფორმები უნდა იყოს ერთი ზომის. დაჭრილი ცომი დადეთ პერგამენტის ქაღალდზე და გამოაცხვეთ ღუმელში, 180 გრადუსზე 8-10 წუთის განმავლობაში. ეცადეთ ორცხობილას გვერდები არ მოებრაწოს. ორცხობილები რომ გაცივდება, სავსე მხარეებს წაუსვით ჯემი, ხოლო გამოჭრილებს მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაადეთ ეს ორი ერთმანეთს.

გემრიელად მიირთვით!

სტატიის ავტორი Vestel Georgia, 2024-02-14